„ბაიერნის" თავდამსხმელმა ჰარი კეინმა „სელტიკთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გამარჯვებაზე (2:1) ისაუბრა.
„ნორმალურად ვითამაშეთ. როცა ასეთ მატჩს იგებ, ყოველთვის ბედნიერი ხარ, რადგან აქ თამაში ადვილი არ არის. ნამდვილად იყო მომენტები, როდესაც შეგვეძლო რაღაც უკეთ გაგვეკეთებინა, თუმცა მომავალ კვირას უნდა გავაუმჯობესოთ შემდეგი. ერთს დავამატებ, სწორ დროს გავიტანეთ.
ბოლოს მედგრად მოგვაწვნენ, მაგრამ გავძელით. ვიცოდით, რომ სტადიონის ატმოსფერო მათ მატჩის სტარტზე გამოადგებოდათ და კინაღამ პირველ წუთზე გაგვიტანეს. ზოგჯერ ასეთი თამაშის მოგებას განსაკუთრებული ოსტატობა სჭირდება“, - ციტირებს კეინის სიტყვებს BBC.