ფეხბურთი

10:26 | 13.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

მოჰამედ სალაჰმა პრემიერლიგის ყველა დროის სტატისტიკური რეკორდი დაამყარა

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც „ევერტონთან“ (2:2) მერსისაიდურ გასვლით დერბიში, პრემიერლიგის გადადებულ მე-15 ტურის მატჩში გოლი გაიტანა, საგოლე პასი შეასრულა. ინგლისის ჩემპიონატში ახალი რეკორდი დაამყარა და 31 წლის წინანდელი მიღწევა გააუმჯობესა - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Squawka.

სალაჰი პირველი ფეხბურთელია ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში გასვლით მატჩებში გოლი+ასისტი სისტემით 22 ქულა დააგროვა. ამგვარად, ეგვიპტელს 2024/2025 წლების სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 13 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს.

აღნიშნულია, რომ 32 წლის ვარსკვლავმა მოხსნა „არსენალის“ ყოფილი ფორვარდის ენდი კოულის რეკორდი (21 ქულა), რომელიც 1993/1994 წლების სეზონში „ნიუკასლ იუნაიტედში“ თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში სალაჰმა კლუბის შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 27 ბურთი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.06371