მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "რეალ სოსიედადის" ნახევარმცველის მარტინ ზუბიმენდის შესაძენად იბრძოლებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს. წყაროს ცნობით კარლო ანჩელოტის დაცვითი სტილის ჩამშლელი ფეხბურთელი სჭირდება, რისთვისაც ზუბიმენდის ვარიანტი ძალიან მოსწონთ. 26 წლის ესპანელი ფეხბურთელის დამატება ასევე ლონდონის "არსენალსაც" სურს.
მარტინ ზუბიმენდის "რეალ სოსიედადის" აღზრდილია, მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება. მისი სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 60 მილიონი ევროა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გვალიაზე არ ამბობდით ამხანაგურებს რომ თამაშობდნენ ყველაზე აქტიური იყოო??? თუ ასეა ჩემპიონატის თამაშზე შეცვლაზე მაინც რატო არ ატამაშეს? ჟურნალისტებო რატო გვატყუებთ?
ძლიერი ფეხბურთელი კი იყო, მაგრამ ძლიერი მწვრთნელი ...
რა კარგად იწყებს შოთი და გაგრძელება უჭირს მერე მის გუნდებს.ეტყობა დასასრული ჯერ კარგად ვერ აითვისა.DDDD
ფორცა შოთიიიიიიიიიიიიი