საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლევანტეს" ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის გადაბირებით დანიური "მიდტიულანდი" დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას დანიურ კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტი ტომას მოლდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით "მიდტიულანდის" მესვეურები ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი და "ლევანტესთან" მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ.
გეტყვით, რომ გიორგი ქოჩორაშვილის მიმართ ინტერესი ლისაბონის "სპორტინგსაც" აქვს და ზაფხულში მის შეძენას გეგმავს.
25 წლის გიორგი ქოჩორაშვილს "ლევანტესთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე ლა ლიგა 2-ში 20 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გატანილ გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაა.