ფეხბურთი

21:23 | 11.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციოს" პედროსთან კონტრაქტის განახლება სურს

რომის „ლაციოს“ პედროსთან კონტრაქტის განახლება სურს. იტალიურ კლუბში ძალიან კმაყოფილი არიან 37 წლის ესპანელის თამაშით და ამიტომაც, აპირებენ, რომ მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნონ.

პედროს კონტრაქტი ზაფხულში იწურება, თუმცა „ლაციო“ მზადაა ის ერთი წლით, 2026 წლის ზაფხულამდე განაახლოს. ფეხბურთელიც თანახმაა იტალიაში დარჩეს.

პედრომ მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ის უმეტესწილად მოედანზე შეცვლებზე შედის.

პედროს კარიერის განმავლობაში „ბარსელონაში“, „ჩელსისა“ და „რომაში“ აქვს ნათამაშები.

თეგებიპედროლაციო
0.122449