კატალონიური „ბარსელონა“ ფრანგული პსჟ-ის გარემარბით, ბრედლი ბარკოლათი დაინტერესდა - წერს El Nacional.
წყაროს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელით ესპანური გიგანტი სერიოზულადაა დაინტერესებული. ბარკოლას კი პარიზულ კლუბში ხვიჩა კვარაცხელიას ბოლოდროინდელი ტრანსფერის გამო სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის ეშინია. კატალონიელები ტრანსფერს იჯარის შემდეგ ფეხბურთელის გამოსყიდვის ვარიანტსაც განიხილავენ.
მიმდინარე სეზონში ბარკოლამ ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 15 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლივერპულს მინდა შეხვდეს პსჟ,მაგრამ ისეთი პირი უჩანს ეს მაფიოზები კიდევ ერთმანეთს შეხვდებიან და მორიგ სპექტაკლს დადგამენ!