იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ჯანლუიჯი ბუფონმა „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეზე ისაუბრა.
ბუფონისთვის სასაცილო იყო კონტეს კომენტარი, როცა ჟურნალისტებს პასუხობდა, თუ რატომ ვერ შეცვალეს ხვიჩა კვარაცხელია სათანადოდ და მაღალი კლასის ფეხბურთელით.
„იმ მომენტში, როცა ჟურნალისტები მასზე წნეხს ადენდნენ, თუ რატომ ვერ შეცვალა „ნაპოლიმ“ კვარაცხელია სათანადოდ, თქვა, რომ ყველამ უნდა დააფასოს ის, რასაც გუნდი აკეთებს და ტკბება ამ სეზონში გუნდის განვლილი გზით. სწორედ მაშინ სიცილი ამივარდა... სახეზე ხელები ავიფარე, არ მჯეროდა, რასაც ამბობდა. კი, მაგრამ ისაა? ჩემს თავს ვკითხე.
მას კარგად ვიცნობ და ჩემთვის შეუძლებელია, რომ ანტონიო სეზონის განმავლობაში ტკბებოდეს, ის ჯოჯოხეთური ტკივილით ცხოვრობს, რადგან მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, გამარჯვება და ეს არის, რის გარშემოც ყველას, მთელ გუნდს აერთიანებს“, - თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი ანტონიო კონტეს თანაგუნდელი იყო „იუვენტუსში“ 2001-2004 წლებში, შემდეგ მისი ხელმძღვანელობით „იუვენტუსში“ (2011-2014) და იტალიის ნაკრებში თამაშობდა (2014-2016).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია