კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრს“ ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა. როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, უახლოეს ხანში ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება.
40 წლის პორტუგალიელი არაბულ კლუბთან კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე განაახლებს.
რონალდუ „ალ-ნასრში“ 2023 წლიდან თამაშობს და დღემდე 96 მატჩში 88 გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში 924 გოლი აქვს გატანილი და მისი მიზანია, რომ 1000-გოლიან ნიშნულზე ავიდეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია