ფეხბურთი

23:36 | 9.02.2025 | ნანახია 275 - ჯერ

საეჭვო პენალტის გამო "ადანა დემირსპორმა" "გალათასარაისთან" თამაში შეწყვიტა

თურქეთის სუპერლიგის 23-ე ტურის მატჩი „გალათასარაის“ და „ადანა დემირსპორს“ შორის 30-ე წუთზე შეწყდა, რადგან სტუმარი გუნდის ფეხბურთელები პროტესტის ნიშნად მოედნიდან გავიდნენ.

მე-11 წუთზე „გალათასარაის“ სასარგებლოდ უსამართლო პენალტი დანიშნა. მსაჯი და ვიდეორეფერიც დრის მერტენსის სიმულაციაზე წამოეგნენ და პენალტი ალვარო მორატამ გოლად აქცია.

მატჩი გაგრძელდა, მაგრამ დიალოგის შემდეგ „ადანა დემირსპორის“ ფეხბურთელებმა 30-ე წუთზე მოედანი დატოვეს და გასახდელში შევიდნენ.

სკანდალს ჟოზე მოურინიო სოციალურ ქსელში ირონიულად გამოეხმაურა, რომელმაც ინსტაგრამზე პენალტის ვიდეო გამოაქვეყნა.

ეს არაფერია იმასთან, რაც „ფენერბაჰჩემ“ გააკეთა. კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და „გალათასარაი“ არა მარტო მსაჯების მოსყიდვაში, არამედ, სხვა დარღვევებშიც დაადანაშაულა:

„არალეგალური კონტრაქტებით, შავი ბაზრის ბილეთებით და უკანონო ფსონების რეკლამებით ზიანს აყენებთ ჩვენს სახელმწიფოს და თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას. თქვენი წყალობით მედიის წარმომადგენლები და არაგულწრფელი კომენტარები ატყუებენ საზოგადოებას. თქვენი წყალობით აღარც ნდობა არსებობს და აღაც სამართლიანობა. თუმცა მსხვერპლი და უდანაშაულო ყოველთვის თქვენ ხართ! რა გაუკეთეთ თურქულ ფეხბურთს?“, - ეს „ფენერის“ განცხადებაა, რაც დიდ გამოხმაურებას გამოიწვევს.

თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია ჩაშლილ მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.063805
275