ფეხბურთი

14:35 | 9.02.2025 | ნანახია 644 - ჯერ

სიმეონე: "ლა ლიგაში საუკეთესო გუნდი "ბარსელონაა"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „რეალთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო გუნდი „ბარსელონაა“.

„მე ვფიქრობ, რომ ლა ლიგის საუკეთესო გუნდი „ბარსელონაა“. ისინი ძალიან კარგად უტევენ, მათი ფეხბურთელები წარმოუდგენლად სწრაფები არიან და გუნდურად ძალიან კარგად თამაშობენ“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ 23 ტურის შემდეგ 50 ქულით ლიდერია, „ატლეტიკოს“ 49 ქულა აქვს, ხოლო „ბარსელონა“ დღეს „სევილიასთან“ მოგებით ლიდერთან ორქულიან ჩამორჩენა იქნება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:54 | 24.02.2020
KoRBeN DaLLaS (24838)

კააი კაცო... ))
თავად მიხვდა ამას თუ უკარნახეს ?

0.061134
644