საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ „რენთან“ წააგო და ისედაც რთული მდგომარეობა, კიდევ უფრო გაურთულდა.
„რენმა“ აჯობა მეტოქეს და დამსახურებულად მოიგო. დასაწყისშივე ანგარიში არნო კალიმუენდომ გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს მაჰამადუ ნაგიდამ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.
ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ შემტევს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა.
„სენტ ეტიენი“ 21 ტურის შემდეგ 18 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 15 თებერვალს, სტუმრად „მარსელთან“ გამართავს.