NBA-ში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიომ", რომელიც "ჰორნეტს" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით 117:116 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ "სპურსი" ბოლო რვა თამაშიდან ხუთში დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს.
სანდრო მამუკელაშვილს აღნიშნულ შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია, ის მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. შეხვედრაში საუკეთესო ქართველის თანაგუნდელი სტეფონ კასტილი გახდა, რომელმაც 33 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
შემდეგ შეხვედრას "სან ანტონიო" 9 თებერვალს გოგა ბიტაძის "ორლანდო მეჯიქთან" გამართავს და NBA-ში ქართველების დაპირისპირებას ვნახავთ.









