ფეხბურთი

12:30 | 8.02.2025 | ნანახია 3748 - ჯერ

ვიტინია: "კვარაცხელია გუნდს ძალიან კარგად შეეწყო"

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „მონაკო“ (4:1) გაანადგურა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ფრანგულ კარიერაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ პსჟ-ს პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ვიტინიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა.

"ხვიჩა კვარაცხელია გუნდს ძალიან კარგად შეეწყო, ადვილი არაა სეზონის შუა ნაწილში სხვა ქვეყანაში და გუნდში სათამაშოდ გადასვლა. მოხარულები ვართ, რომ კვარამ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მან თავი მოედანზე კომფორტულად იგრძნოს." - განაცხადა ვიტინიამ.

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული, თავის გამოჩენა კი თითო გოლით და საგოლე პასით მოახერხა. ხვიჩა მესამე ქართველია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში გოლი აქვს გატანილი (გიორგი მიქაუტაძის და ზურიკო დავითაშვილის შემდეგ).

„პარი სენ-ჟერმენი“ 21 ტურის შემდეგ ლიგა 1-ში 53 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 13 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი, 15 თებერვალს, „ტულუზს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე 11 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

0.129939
3748