„პარი სენ-ჟერმენმა“ მთავარ მწვრთნელთან და სამ ფეხბურთელთან კონტრაქტის განახლების შესახებ გამოაცხადა.
ლუის ენრიკემ პარიზულ გუნდთან კონტრაქტი, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა, ორი წლით, 2027 წლის ზაფხულამდე განაახლა.
გარდა ამისა, პსჟ-სთან 2029 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს კონტრაქტები აშრაფ ჰაკიმიმ, ნუნუ მენდეშმა და ვიტინიამ.
ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენში“ 2023 წლის ივლისიდან მუშაობს, ხოლო მანამდე ესპანეთის ნაკრების, „ბარსელონას“, „სელტას“ და „რომას“ თავკაცი იყო.
ვიტინია პსჟ-ში 2022 წლიდან თამაშობს და 123 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი. ნუნუ მენდეშმა 2021 წლიდან 107 თამაშში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ჰაკიმიმ ასევე 2021 წლიდან 147 შეხვედრაში თავი 17-ჯერ გამოიჩინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კორეაში კარგია გოლებს რომ იტანს მაგრამ თუ ასეთ ფორმაშია მინუმუმ 3 გოლი უნდა გაიტანოს ნაკრების ამ 3 თამაშში !
წარმატებები ვაკო!
დაუმტკიცე ყველას და პირველ რიგში შენ თავს რომ მეტი შეგიძლია!
გისურვებ ბევრად უკეთეს ლიგაში გადასვლას მალე!