„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია დიდი ფეხბურთელი არ არის და ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები არ აქვს.
„ჩემი აზრით, კვარა დიდი ფეხბურთელი არაა. „ნაპოლი“ მის გარეშე უკეთ თამაშობს, კონტე არასდროს აღიარებს ამას, მაგრამ გაუხარდა, რომ ის წავიდა. ქართველი თავს ვარსკვლავად გრძნობდა, მაგრამ არ არის და არც არასდროს იქნება. მასში ეჭვი ყოველთვის მეპარებოდა, ის ინსტინქტური და იმპულსური ფეხბურთელია, მაგრამ ლიდერი არ არის. კარგი ფეხბურთელია, თუმცა არა შეუცვლელი და ნერეში ამტკიცებს, რომ „ნაპოლის“ კვარას გარეშე თამაში შეუძლია“, - თქვა მაურომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ 107 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა, სამი კვირის წინ კი, „პარი სენ-ჟერმენში“ 70 მილიონ ევროდ გადავიდა.