ფეხბურთი

16:45 | 7.02.2025 | ნანახია 406 - ჯერ

მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დიდი გეგმები აქვს. როგორც ირკვევა "სამეფო გუნდს" დაცვის ხაზის გაძლიერება სურს.

RMCsport-ის ცნობით მადრიდელების ნომერ პირველი სამიზნე ლონდონის "არსენალის" ფრანგი მცველი ვილიამ სალიბა იქნება. წყაროს ცნობით, პერესს მისი თამაში ძალიან მოსწონს და მის შესაძენად მზადაა კოლოსალური თანხა გადაიხადოს.

ვილიამ სალიბა "არსენალის" რიგებს 2019 წელს შეუერთდა და ლონდონელებთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მას მიმდინარე პრემიერლიგის გათამაშებაში 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132367
სარეკლამო ადგილი - 99
X x X