ფეხბურთი

15:10 | 7.02.2025 | ნანახია 3143 - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ მარსელოს საფეხბურთო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მისი ყოფილი თანაგუნდელის, მარსელოს საფეხბურთო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.

რონალდუმ სოციალურ ქსელში ბრაზილიელს პოსტი მიუძღვნა:

"ჩემო ძმაო, წარმოუდგენელი კარიერა გქონდა. ჩვენ ერთად ბევრი წელი გავატარეთ და ბევრ წარმატებასაც მივაღწიეთ, წარუშლელი მოგონებები შევქმენით. შენ ყოველთვის თანაგუნდელზე მეტი იყავი. მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებებს გისურვებ ცხოვრების ახალ ეტაპზე." -დაწერა რონალდუმ.

მარსელო საფეხბურთო კლუბ „ფლუმინენსეს“ აღზრდილია. მცველი მადრიდის „რეალს" 2007 წელს შეუერთდა. „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში ბრაზილიელმა სულ 25 ტიტული მოიპოვა. მათ შორის, ხუთჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ექვსჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ორჯერ ესპანეთის თასი. 2022 წლის ზაფხულში ბრაზილიელი ბერძნულ „ოლიმპიაკოსში“ გადავიდა, მაგრამ 2023 წლის თებერვალში კონტრაქტი გაწყვიტა. 2023 წლის თებერვლიდან 2024 წლის ნოემბრამდე მარსელო „ფლუმინენსეში“ თამაშობდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:17 | 30.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მინდა სამწვრთნელო კარიერაშიც მახწიოს წარმატებას

14:59 | 30.01.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

წარმატება შოთის

22:17 | 28.01.2024
ძიუდოო123 (1282)

სანამ დაინიშნებოდა ევროტურნირზე მოხვედრის შანსი ჰქონდათ დაინიშნა და დაეტყო გუნდა შოთის ეფექტი

0.064004
3143