NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრაში გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად "დენვერს" დაუპირისპირდა და 112:90 განადგურდა.
შეხვედრაში მასპინძელთა რიგებში საუკეთესოები მაიკლ პორტერი და ნიკოლა იოკიჩი იყვნენ, რომლებმაც ჯამში 58 ქულა ჩააგდეს. სერბმა კალათბურთელმა აღნიშნულ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა.
გოგა ბითაძემ შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 17 წუთი დაყო, რა დროშიც ქართველმა 4 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.
"ორლანდოს" 25 მოგება და 28 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი "სან ანტონიოს" წინააღმდეგ 9 თებერვალს გამართავს, სადაც კიდევ ერთი ქართველი სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯერ კარიერის დასრულებამდე შორია, ჯერ აქვს წლები რომ ითამაშოს
ისე მართლა დაკარგა ფეხბურთმა აზარი და აზარიმ ფეხბურთი
საღოლ აზარს ასეთი პერესისთვის არავის გაუცალიცებია მაის 1 წუთი თამაში გუნდს 70 000 დაუჯდა

ვერაფერს იტყი მართლა ლეგენდაა გუნდის ამ კუთხით


წარუშლელი კვალი დატოვა))
ძაან გადაბერდა რეალის სასტავი, აშკარათ გადახალისება და გაახალგაზრდავება ესაჭიროება
ბენზემა არაბეთისკენ იხედება სავარაუდოთ
შეიძლება მოდრიჩიც შეუერთდეს
საინტერესო იქნება მადრიდის შემადგენლობა მომდევნო სეზონში. პრაქტიკულად ახალი გუნდის შეკვრა მოუწევთ. იმედია ბენზემაც წავა. : )
გააჩნია სად წავა, ჯერ ისეთი ასაკი არააქვს რომ კიდე ვერ ითამაშოს
არადა რა კარგი იყო ჩელსში, მაგრამ კარიერის დასრულება ჯერ ადრეა