ფეხბურთი

0:14 | 7.02.2025 | ნანახია 2307 - ჯერ

გოგლიჩიძის ტრანსფერი ალბათ გამოირიცხა: "გალათასარაიმ" მცველი დაიმატა

სტამბოლის „გალათასარაიმ“ ცენტრალური მცველი, კარლოს კუესტა დაიმატა, რაც დიდი ალბათობით, თურქულ გუნდში საბა გოგლიჩიძის გადასვლას გამორიცხავს.

25 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტს უკვე ხელი მოაწერა. კუესტა 2019 წლიდან „გენკში“ თამაშობდა, სადაც 181 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე კოლუმბიელი, სამშობლოში, „ატლეტიკო ნასიონალში“ ირჯებოდა.

„გალათასარაი“ საბა გოგლიჩიძით დაინტერესებული იყო, მაგრამ თურქული კლუბის შეთავაზება „ემპოლიმ“ უარყო, რადგან იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და კლუბი საბას ნაცვლად სხვა მცველის დამატებას ვერ მოახერხებდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.07049
2307