NBA-ში სენსაციური გაცვლა მოხდა, "ლეიკერსმა" და "დალასმა" კალათბურთელები გაცვალეს. ლუკა დონჩიჩი "ლეიკერსში" ითამაშებს, ხოლო ენტონი დევისი "დალასში".
"ლეიკერსმა" ლუკა დონჩიჩი ოფიციალურად წარადგინა და როგორც ცნობილი გახდა სლოვენიელი 77 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
"როდესაც ამ ყველაფრის შესახებ გავიგე, ხუმრობა მეგონა. უფრო ზუსტად თუ გეტყვით, შოკში ვიყავი. ვისურვებდი, რომ ახლა აქ კობიც იყოს და ეს მომენტი ენახა." - განაცხადა დონჩიჩმა ოფიციალური წარდგენის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის დონჩიჩი „დალასის“ რიგებში 7 წელი თამაშობდა და გუნდის ძირითადი ხერხემალი იყო. მან გასულ წელს გუნდი NBA-ფინალში გაიყვანა. ლუკა მიმდინარე სეზონში 28.1 ქულას, 8.3 მოხსნას და 7.8 პასს აგროვებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია