ფეხბურთი

15:43 | 4.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ოდესმე უნახავს

მაიამის „ინტერის“ ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, რომელიც რვა „ოქროს ბურთის“ მფლობელია, საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომელიც ცხოვრებაში უნახავს.

„რონალდო ფენომენი იყო. ყველა ფეხბურთელიდან, ვინც მინახავს, ის ჩემთვის საუკეთესოა. საოცარი ფეხბურთელი იყო, როგორც არ უნდა შეხედო მას" - ციტირებს მესის სიტყვებს Sport Bible.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „კიჭა“ რონალდო ცნობილი იყო წარმოუდგენელი სისწრაფით, ტექნიკითა და ფინიტებით. მან თავისი კარიერა „კრუზეირუში“ დაიწყო, შემდეგ თამაშობდა პსვ-ში, „ბარსელონაში,“ „ინტერში,“ მადრიდის „რეალსა“ და „მილანში.“

რონალდომ ორჯერ მოიგო „ოქროს ბურთი“ (1997, 2002) და ასევე მოიგო ორი მსოფლიო ჩემპიონატი (1994, 2002). 2002 წელს ის გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და მთავარი როლი ითამაშა ბრაზილიის გამარჯვებაში. კარიერის განმავლობაში მან ასევე მოიგო კოპა ამერიკა და კონფედერაციების თასი.

იგი ცნობილი იყო თავისი უნიკალური თამაშის სტილით. კარიერა მან 2011 წელს დაასრულა.

0.128427