ფეხბურთი

14:10 | 4.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუმ პრესკონფერენციაზე თარჯიმანი შეარცხვინა: „ტუალეტი კი არა, ბინდი... შე კაცო“

„ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თურქეთის ჩემპიონატის 22-ე ტურის „რიზესფორთან“ (3:2) მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მთარგმნელს მხარზე ხელი შემოარტყა, რომელმაც სიტყვები „ტუალეტი“ (ინგლ. toilet) და „ბინდი" ( ინგლ. twilight) ერთმანეთში აურია.

პრესკონფერენციაზე მთარგმნელმა მოურინიუსთან დააზუსტა, რას გულისხმობდა, როცა ამბობდა სიტყვებს „ტუალეტის ზონა“. ამაზე „ფენერბაჰჩეს“ დამრიგებლს გაიღიმა, მთარგმნელს მხარზე ხელი შემოსცხო და მიუგო: „ტუალეტის ადგილი კი არა, ბინდი… რის ტუალეტი შე კაცო."

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი „ფენერბაჰჩეს“ 2024 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს. მწვრთნელის ამჟამინდელი ხელშეკრულება კლუბთან 2026 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.120593