საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ვასილიოს გორდეზიანი კარიერას „სარაევოში“ გააგრძელებს. ბოსნიურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
გორდეზიანი „სარაევოს“ „დინამო თბილისიდან“ სეზონის ბოლომდე იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ის ამ გუნდში მეორე ქართველია გიორგი გულიაშვილის შემდეგ, რომელიც „სარაევოს“ საუკეთესო ბომბარდირია.
23 წლის გორდეზიანმა „დინამო თბილისში“ 27 მატჩში 6 გოლი გაიტანა, მანამდე ის სალონიკის „პაოკში“ გამოდიოდა, ხოლო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 9-ჯერ ითამაშა და 2 გოლით გამოირჩა.