ფეხბურთი

2:00 | 3.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" ცუდი სერია გაიზარდა, მიქაუტაძე "მარსელთან" მხოლოდ 10 წუთი ათამაშეს (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოცე ტურში „ლიონი“ სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდა და დამარცხდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი შესანიშნავი იყო. 53-ე წუთზე „ლიონი“ კორენტინ ტოლისომ დააწინაურა, მაგრამ 11 წუთის შემდეგ უკვე „მარსელი“ იგებდა მეისონ გრინვუდის და ადრიენ რაბიოს გოლებით. სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს ალექსანდრ ლაკაზეტის პენალტით, თუმცა, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ლუის ენრიკემ „მარსელს“ მოაგებინა - 3:2.

გიორგი მიქაუტაძემ მხოლოდ ბოლო 10 წუთი ითამაშა, როცა ლაკაზეტი შეცვალა. ქართველს თავის გამოსაჩენად დიდი დრო ნამდვილად არ ჰქონია. მიქაუტაძის აქტივში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე პასია.

„ლიონში“ მთავარი მწვრთნელის, პაულუ ფონსეკას დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. „ლიონს“ პრობლემები აქვს, 5 იანვრის შემდეგ ვერ იგებს - ზედიზედ 7 მატჩია. შედეგად, ლიგა 1-ში 30 ქულით მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა და მომდევნო ტურში 9 თებერვალს, „რეიმსს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

„მარსელი“ – „ლიონი“ 3:2 (0:0)

გოლები: 0:1 ტოლისო (53), 1:1 გრინვუდი (61), 2:1 რაბიო (64), 2:2 ლაკაზეტი (72, პენ), 3:2 ლუის ენრიკე (85)

0.116798