იტალიის სერია B-ში „ფროზინონეს“ ფეხბურთელმა გიორგი კვერნაძემ გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა 24-ე ტურში „ბარის“ წინააღმდეგ შეძლო თავის გამოჩენა.
კვერნაძე 46-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, როცა მისი გუნდი მარცხდებოდა. გიორგიმ 95-ე წუთზე გაიტანა და სხვაობა შეამცირა, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა - 1:2. ქართველს მანამდეც შეეძლო გოლის გატანა, როცა შორეული დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოუვიდა.
კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში 2 გოლი დაუგროვდა, ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„ფროზინონე“ 21 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 8 თებერვალს, „კატანძაროს“ შინ დაუპირისპირდება.