ფეხბურთი

22:55 | 2.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

იტალიური მედია: გოგლიჩიძემ თავად ითხოვა, რომ "იუვენტუსთან" არ ეთამაშა
"რომასთან" კონტრაქტის დეტალები ცნობილია, მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა

საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე „რომაში“ ტრანსფერთან ახლოსაა.

როგორც ალფრედო პედულა იტყობინება, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა და გარიგება დაახლოებით 10 მილიონი ევროს ფარგლებში უნდა შედგეს. პედულა ასევე წერს, რომ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გოგლიჩიძემ კლუბს სთხოვა, რომ არ ეთამაშა, მიზეზი ცხადია, მოსალოდნელი ტრანსფერია.

მართლაც, გოგლიჩიძე არ იყო „იუვესთან“ ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ არდიან ისმაილის ტრავმის გამო მოედანზე 59-ე წუთზე მაინც შევიდა. მატჩის შემდეგ „ემპოლის“ მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ კომენტარი გააკეთა და ცხადია, რომ ის გაბრაზებული იყო ბოლო ხანებში ფეხბურთელის დამოკიდებულებით. ყოველ შემთხვევაში, თქვა, რომ თუ რატომ არ იყო ძირითადში, ეს შეკითხვა ჟურნალისტებმა მას კი არა, სხვებს უნდა დაუსვან...

კიდევ ერთი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალურ ქსელში წერს, რომ „რომას“ მზად აქვს გოგლიჩიძისთვის 2029-წლამდე კონტრაქტი. ქართველი „ჯალოროსის“ იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდება, რომლის საფასური 10 მილიონი ევრო უნდა იყოს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში 20 მატჩი ჩაატარა. ის „ემპოლის“ 2024 წლის იანვარში ქუთაისის "ტორპედოდან" 500 000 ევროდ შეუერთდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:19 | 22.08.2013
fcbayernmunich (4197)

ჰეჰ, დაქცეულა გერმანული ფეხბურთი, ქართველი მილანის ქომაგების საღადაო რო გახდები, დაქცეული ხარ, აბა რა ხარ?

13:08 | 22.08.2013
rossonero1 (13120)

არ გადაობთ გერმანულ სტატიაზე კომენტარი რო არარიის აჰააა ჩემგან ერთი კომი კტვენ წაგადგებათ

15:44 | 22.08.2013
td1982 (1363)

გერმანელები საქმეს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ვიდრე ლაპარაკს

0.126865