ფეხბურთი

1:59 | 2.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის მე-7 გოლი ლიგა 1-ში, "სენტ ეტიენი" მაინც დამარცხდა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა, თუმცა „სენტ ეტიენი“ სტუმრად „ლილის“ წინააღმდეგ განადგურდა.

ეირიკ ჰორნელანის გუნდმა თამაში ძალიან კარგად დაიწყო. მე-6 წუთზე დავითაშვილმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე გაიტანა და ანგარიში გახსნა. „ლილმა“ ჯონათან დევიდის გოლით 32-ე წუთზე გაათანაბრა, რომელმაც ასევე პენალტი გაიტანა.

მეორე ტაიმში „ლილმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვა, რასაც ხელი „სენტ ეტიენის“ მცველის გაძევებამ შეუწყო - მცველი, ბატუბინსიკა 48-ე წუთზე გააძევეს. „ლილმა“ რიცხობრივი უპირატესობა იდეალურად გამოიყენა და კაცნაკლულ მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. საბოლოოდ „სენტ ეტიენი“ 1:4 დამარცხდა, ზურიკო 87-ე წუთზე შეცვალეს.

ქართველს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. ის თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო ლიგა 1-ში მე-11 ადგილზეა, მაგრამ ხუთეულთან ჩამორჩენა მხოლოდ 2 გოლია.

„სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ში 20 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-15 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 8 თებერვალს, უშუალო კონკურენტ „რენს“ უმასპინძლებს, რომელსაც 1 ქულით უსწრებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.078808