ფეხბურთი

0:06 | 2.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

„ატლეტიკომ“ „მალიორკა“ დაამარცხა

ესპანური პრიმერას 22-ე ტურის მატჩი, რომელშიც მადრიდის „ატლეტიკო“ „მალიორკას“ შეხვდა, მადრიდელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

26-ე წუთზე „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა სამუელ ლინომ გახსნა ანგარიში. 90+4-ე წუთზე კი მასპინძლების მეორე გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა.

ახლა „მალიორკა“ სატურნირო ცხრილში მეშვიდეა. გუნდმა 22 მატჩში 30 ქულა მოაგროვა. „ატლეტიკო“ კი 48 ქულით მეორე ადგილზეა. ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილს მადრიდის „რეალი“ (49) ლიდერობს

.ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 22-ე ტური. 1 თებერვალი: ხეტაფე - სევილია 0:0, ვილიარეალი - ვალიადოლიდი 5:1, ატლეტიკო - მალიორკა 2:0, ესპანიოლი - რეალი მოგვიანებით გაიმართება


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:40 | 20.07.2020
davidinho (1027)

იტალიას არ მოუხდება თან ფიორენტინაში

0.125241