ნიდერლანდების ერსტე დივიზიონის 24-ე ტურში არნემის „ვიტესმა“ სტუმრად მეორეადგილოსანი „ექსელსიორი“ 3:1 დაამარცხა, ერთი გოლი კი, ირაკლი იეგოიანმა გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 72-ე წუთზე დალაშქრა. მან მცველს პასი ჩაუჭრა, შემდეგ მეტოქეს ეფექტურად აუარა გვერდი, მეკარეც მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა. ძალიან ეფექტური გოლი იყო.
20 წლის იეგოიანს ერსტე დივიზიონის 22 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, 2-ჯერ საგოლე პასიც გააკეთა. მიმდინარე სეზონში მან 1 გოლი ნიდერლანდების თასზეც გაიტანა.
„ვიტესს“ ფინანსური პრობლემების გამო 27 ქულა აქვს დაკლებული, შედეგად, 24 ტურის შემდეგ -5 ქულით ბოლო, მე-20 ადგილზეა და მესამე ლიგაში გასავარდნად განწირულია. არნემელები მომდევნო ტურში 10 თებერვალს, „ემენს“ უმასპინძლებენ.