ფეხბურთი

22:25 | 1.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

სალაჰმა კარიერაში მეხუთედ გაიტანა 20+ გოლი პრემიერლიგის ერთ სეზონში

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ინგლისის პრემიერლიგაში კარიერაში მეხუთედ გაიტანა 20+ გოლი ერთ სეზონში. მხოლოდ ალან შირერს (7), სერხიო აგუეროს (6) და ჰარი კეინს (6) მიუღწევიათ უფრო ხშირად ამ ნიშნულისთვის - გვამცნობს სტატუსტიკური პორტალი Opta Sports.

დღეს, 1 თებერვალს, სალაჰმა დუბლი შეასრულა ინგლისის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში „ბორნმუთთის“ წინააღმდეგ (2:0). ამ სეზონში მისი გოლების საერთო რაოდენობა 21 გახლავთ. სალაჰმა ჯამში პრემიერლიგაში 178 გოლი გაიტანა, ფრენკ ლამპარდს (177) გაუსწრო და ლიგის ისტორიაში მეექვსე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0.116994