დასრულდა გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მიუნხენის „ბაიერნი“ და „ჰოლშტაინი“ დაუპირისპირდნენ. „ბაიერნმა“ ანგარიშით 4:3 მოიგო.
ანგარიში მე-19 წუთზე მასპინძელმა ჯამალ მუსიალამ გახსნა. 45+2-ე წუთზე ბავარიელთა უპირატესობა ჰარი კეინმა გააორმაგა. 46-ე წუთზე მანვე დუბლი შეასრულა.
54-ე წუთზე მიუნხენელთა შემადგენლობაში მეოთხე გოლი სერჟ გნაბრიმ გაიტანა. 62-ზე ფინ პორატმა ერთი გოლი გაქვითა. 90+1 წუთზე სტივენ სკრიბსკიმ სტუმრების მეორე გოლი გაიტანა. 90+3 წუთზე მანვე დუბლი შეასრულა.
20 მატჩის შემდეგ მიუნხენის „ბაიერნი“ 51 ქულით პირველ ადგილზეა, „ჰოლშტაინი“ მე-17 ადგილზეა და ამდენივე მატჩიდან 12 ქულა მოაგროვა.
გემანია. ბუნდესლიგა. მე-20 ტური. 1 თებერვალი: შტუტგარტი - გლადბახი 1:2, ბაიერნი - ჰოლშტაინი 4:3, ჰაიდენჰაიმი - დორტმუნდი 1:2, ბოხუმი - ფრაიბურგი 0:1, ზანქტ პაული - აუგსბურგი 1:1, უნიონ ბერლინი - ლაიპციგი მოგვიანებით გაიმართება
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია