ფეხბურთი

20:10 | 1.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ფლიკი: „ბარსელონამ“ უნდა გააგრძელოს გამარჯვებები, რათა ზეწოლა მოახდინოს „რეალზე“

„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში „რეალზე" ზეწოლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამარჯვებების სერია, რათა შევინარჩუნოთ ზეწოლა „რეალზე." შვიდქულიანი სხვაობის აღმოფხვრა ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას“, - ციტირებს კატალონიური კლუბის პრესსამსახური ფლიკის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

ესპანური პრიმერას 21 ტურის შემდეგ „ბარსელონას“ 42 ქულა აქვს და ამჟამად მესამე ადგილზეა. მეორე ადგილზე მადრიდის „ატლეტიკოა“ 45 ქულით. სატურნირო ცხრილში 49 ქულით მადრიდის „რეალი“ ლიდერობს.

0.121742