ინგლისის პრემიერლიგაში „ნოტინგემის“ საოცარი გამოსვლა გრძელდება. ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდმა 24-ე ტურში „ბრაიტონი“ 7:0 გაანადგურა.
ისევ ბრწყინვალე იყო კრის ვუდი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და სეზონში უკვე 17 გოლი დაუგროვდა. თითოჯერ ნეკო ვილიამსმა, ჟოტა სილვამ და გიბს-ვაითმა გაიტანეს, ხოლო ერთი გოლი „ბრაიტონის“ მცველმა დანკმა საკუთარ კარში გაიტანა.
ამრიგად, „ნოტინგემმა“ წინა ტურში განცდილი მძიმე მარცხი („ბორნმუთთან“ 0:5) დაივიწყა. „ფორესტი“ 47 ქულით მესამე ადგილზეა და საოცარ სეზონს ატარებს. „ბრაიტონი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა და 34 ქულით მე-9 საფეხურზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია