კალათბურთი

13:22 | 1.02.2025 | ნანახია 1557 - ჯერ

“ა” ლიგის მე-3 ტური გრიფინის და სოხუმი-საქართველოს გამარჯვებებით დასრულდა

“ა” ლიგის მე-3 ტური, რომელიც ხუთშაბათს რუსთავში დაიწყო, პარასკევს, კასპში დასრულდა. 31 იანვარს 2 მატჩი გაიმართა – დიმის არენაზე და კასპში. თბილისში “ვერამ” “სოხუმი-საქართველოს” უმასპინძლა და მე-4 პერიოდამდე უძალიანდებოდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მოახერხა – 79:61 (სტატისტიკა).

პირველი ტაიმის შემდეგ სხვაობა მხოლოდ 1 ქულა იყო სასარგებლოდ. მესამე პერიოდში სოხუმი-საქართველო ოდნავ დაწინაურდა და ბოლო პერიოდის წინ უკვე 6 ქულით იგებდა. ვერას მოთამაშეები ცდილობდნენ, მაგრამ მეოთხე პერიოდში ვერაფერი გააწყვეს. სოხუმი-საქართველომ ამერიკელი ლეგიონერების წინამძღოლობით 17:5 მოიგო და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვა.

სოხუმელებს ტრევონტე ანდერსონმა 23 ქულით ულიდერა. 21 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა ედვარდ ოლივერს, ვლადიმერ თავაქარაშვილმა 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ეს გახლდათ სოხუმი-საქართველოს პირველი გამარჯვება მიმდინარე “ა” ლიგაში. გუნდმა 1-2 ტურში თავისუფალი&აგრარულთან და რუსთავთან წააგო.

მე-3 ტური კასპში საოცარი მატჩით დასრულდა. საოცრება რა იყო? მასპინძელი “გრიფინი” თელავის “ბურჯთან” მე-3 პერიოდში 20 ქულით აგებდა და ამავე პერიოდში მოახერხა 3 ქულით წინ გასვლა. 45:65 ჩამორჩენიდან 7 წუთში კასპელები 72:69 დაწინაურდნენ. ანუ აღნიშნული მონაკვეთი 27:4 მოიგეს და კახეთიდან დიდ გულზე ჩასული თელაველები საბოლოოდ გატეხეს.

ამ წარმოუდგენელი გაქცევისას მოპოვებული 27 ქულა ასე გადანაწილდა: მონტეს მატისი – 16, ზებედი გრეჰემი – 6, ილაია ბიუქენენი – 5, მერაბ მირზიაშვილი – 2. აღსანიშნავია, რომ თელაველებს ლახვარი მატისმა ჩასცა, როცა 100 წამის ინტერვალში 11 ქულა (3 სამქულიანი და 2 საჯარიმო) ჩაუგდო. კასპელების ასეთი გაქცევის შემდეგ, “ბურჯმა”, რომლის წევრებიც მართლაც გმირულად იბრძოდნენ,თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა და ბოლო პერიოდის 22:29 წაგების შემდეგ შეხვედრაც დათმო – 94:102 (სტატისტიკა).

კასპში საკალათბურთო ბუმია. შეხვედრა სავსე ტრიბუნების წინ გაიმართა – მატჩს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები და გულანთებული კასპელი გულშემატკივრები დაესწრნენ, თუმცა საქებარია თელაველთა მხარდამჭერთა აქტიურობაზეც. “ბურჯს” კახეთიდან გულშემატკივართა ჯგუფი ჩაჰყვა, რომელთა წილიცაა იმაში, გუნდი პირველ ნახევარში ყველა კომპონენტში რომ ჯაბნიდა “გრიფინს”.

ყოველთვის ასეა, როცა რეგიონში ახალი გუნდი ყალიბდება და თან თამაშებს იგებს – არც მხარდამჭერი აკლია და არც პატივი. საქმე ისაა, თუ რამდენ ხანს გაჰყვება ქალაქს ეს მუხტი და რა გზით განვითარდება კასპში კალათბურთი. ამ გადმოსახედიდან “გრიფინი” სუპერლიგაშ გადასვლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია. ის “ა” ლიგას 3-დან 3 მოგებით, კიდევ ერთ ძლიერ გუნდთან – “რუსთავთან” ერთად ლიდერობს.

“ა” ლიგის მე-4 ტურის მატჩები 6 და 7 თებერვალს გაიმართება.

GBF.GE


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:36 | 01.09.2014
BEERTRANCE (97819)

თურქები ნახე რაებს შვებიან

22:49 | 31.08.2014
BEERTRANCE (97819)

ანგოლა რას ეყომარება ლიტვას

21:42 | 31.08.2014
vaxo22 (759)

ფინეთი თამაშობს ტაქტიკურად სწორ და რაც მთავარია გუნდურ კალათბურთს გუნდს გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს და ეგეც მაგათი პლიუსია თანაც ყველანი სამიანს ესვრიან მაგრად

23:29 | 31.08.2014
BEERTRANCE (97819)

მაინც კოპონენი მაგათი ლიდერია.

21:38 | 31.08.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

სლოვენიამ თავისუფლად მოუგო მექსიკას.

21:28 | 31.08.2014
nugi (742)

არ მიყვარს ფინეთის ნაკრები. მანქანასავით თამაშობენ, მაგრამ ვერ უშველა ფრატელომ უკრაინას. 5 წუთში 19-0 გაქცევა გააკეთეს ფინელებმა მესამე პერიოდში. არადა არ ყავს ცუდი ნაკრები უკრაინას. ეს რომ კოკოშას მოსვლოდა საქართველოს ნაკრებში, ეგრევე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდნენ და ცხრასართულიან გინებებსაც მიუძღვნიდნენ.

21:29 | 31.08.2014
BEERTRANCE (97819)

ჰო რაღაც დაემართათ იმ მომენტში. ფინელებს ცივსისხლიანობამ მოაგებინა.

21:01 | 31.08.2014
BEERTRANCE (97819)

ახლა მაგარი ტრუხა თამაშებია, ამერიკა თურქეთს დაველოდები

21:01 | 31.08.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

აჩვენებს სპორტი.

21:17 | 31.08.2014
BEERTRANCE (97819)

streamhunter.eu ყველაფერს აჩვენებენ

21:20 | 31.08.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ელ. ფოსტით ვერ შევდივარ.

21:28 | 31.08.2014
BEERTRANCE (97819)

ელ ფოსტით? ??

21:33 | 31.08.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ასე მიჩვენებს.

21:34 | 31.08.2014
BEERTRANCE (97819)

ვერ მივხვდი მაინც, ინტერნეტ ბრაუზერით არ უნდა შეხვიდე? თუ ლინკი ტექსტად კი არა მოლინკული უნდა იყოს?

20:56 | 31.08.2014
BEERTRANCE (97819)

არადა იმედი მქონდა მოიგებდა უკრაინა, ყოჩაღ ფინელების ნერვებს.

20:59 | 31.08.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

ზელანდიასთან მოიგებს ალბათ.

21:16 | 31.08.2014
BEERTRANCE (97819)

ზელანდიას უნდა აჯობონ წესითმ რავიცი რაც თურქებს ბრძOლა გაუმართენ

20:10 | 31.08.2014
chelidze (5010)

ჯეტერის გარეშე უკრაინა 0 ია,ეერთი ესეთი რო გვყავდეს ჰიკმანის ნაცვლად რას დაგვხატავდაა..

21:43 | 31.08.2014
vaxo22 (759)

მარკიზ ჰეინსი რომ დავაბრუნოთ გუნდში არ შეიძლებაა მაგრა მოუმატა ეხლა გადავიდა თელ ავივის მაკაბიში

20:14 | 31.08.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

დომინიკასთან იყო?

20:16 | 31.08.2014
chelidze (5010)

კი ორივეში იყო.ეგაა რაც არი დანარჩენები წვალობენ ))

20:56 | 31.08.2014
BEERTRANCE (97819)

კი აშკარად ჯობნის სხვებს.

20:19 | 31.08.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

საქართველომ შარშანაც და წელსაც მოუგეთ უკრაინას მოგეხსენება.

21:05 | 31.08.2014
chelidze (5010)

მაგას რა დამავიწყებს

0.149171
1557