ფეხბურთი

1:29 | 1.02.2025 | ნანახია 496 - ჯერ

გიორგი წიტაიშვილის გოლი ლა ლიგა 2-ში (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 25-ე ტურში „გრანადას“ ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა გოლი გაიტანა.

ქართველმა შემტევმა „ელდენსე“ დაამწუხრა. გიორგიმ თავი 62-ე წუთზე გამოიჩინა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა, საბოლოოდ კი, „გრანადამ“ 3:0 მოიგო.

გიორგი წიტაიშვილს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„გრანადა“ 40 ქულით მერვე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში 8 თებერვალს, „მირანდესს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.134417
496