ფეხბურთი

11:02 | 1.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

გავიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ბარსელონამ“ პაბლო გავისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. 20 წლის ნახევარმცველი „ბარსაში“ 2030 წლის ზაფხულამდე დარჩება.

მხარეებმა შეთანხმებას ადვილად მიაღწიეს. გავი რონალდ არაუხოს და პედრის შემდეგ მესამე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელსაც „ბარსამ“ კონტრაქტი გაუხანგრძლივა.

გავი „ბარსელონას“ მთავარ გუნდში 2021 წლიდან თამაშობს და 131 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

0.128654