ფეხბურთი

19:25 | 31.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

"ჰაიდენჰაიმის" მწვრთნელი: "ზივზივაძეს და პიერინგერს ერთად თამაში შეუძლიათ"

„ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა „დორტმუნდთან“ მატჩის წინ თავდამსხმელებზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, შემტევებით კმაყოფილი არაა, რადგან გუნდი ბოლოდან მესამე ადგილზეა. შმიდტის აზრით, ბუდუ ზივზივაძეს და მარვინ პიერინგერს ერთად თამაში შეუძლიათ.

„მარვინ პიერინგერი ჩვენი ყველაზე სახიფათო მოთამაშე იყო პირველ წრეში და მისი ტრავმა ჩვენთვის მძიმე იყო, რადგან ის ფორმიდან ამოვარდა. თუმცა, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. სურვილისამებრ მისი ჩანაცვლება მოვახერხეთ, დავინახეთ თავდამსხმელის შეძენის საჭიროება და ამიტომ ბუდუ ზივზივაძე გავიფორმეთ. ჩემი აზრით, პიერინგერი არ არის კლასიკური ფორვარდი, რომელიც მხოლოდ წინ თამაშობს, არამედ მას მოსწონს უკან დახეულ თავდამსხმელად თამაშიც, ამიტომ, წარმომიდგენია, რომ მას და ბუდუს ერთად თამაში, ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. საუკეთესო შემთხვევაში ორივე აღმოჩნდება კარის წინ და უფრო მეტი საფრთხის შექმნას შევძლებთ მეტოქეებისთვის.

თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ ვიღაც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, განსაკუთრებით ახლა, როცა შეტევაში ამდენი განსხვავებული ვარიანტი გვაქვს. ვერ ვიტყვი, რომ შეტევით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან ბოლოდან მესამე ადგილზე ვართ. თუ ვინმე იტყვის, რომ კმაყოფილია ინდივიდუალურად რომელიმე ფეხბურთელით, მაშინ გამოდის, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ამიტომაც, ყველამ უნდა შეძლოს მაქსიმუმის ჩვენება. გვაქვს ხარისხი და მატჩები უნდა მოვიგოთ“, - თქვა შმიდტმა.

შეგახსენებთ, რომ „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგაში 19 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-16 ადგილზეა, ხოლო „დორტმუნდს“ 1-ელ თებერვალს, თბილისის დროით 18:30 საათზე დაუპირისპირდება.

0.117068