ფეხბურთი

18:10 | 31.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "ეს ყველაფერი უკვე დერბის ჰგავს"

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური (პლეი-ოფის) ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად ყველაზე გამორჩეული "მანჩესტერ სიტის" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა.

"ეს ყველაფერი უკვე დერბის ჰგავს, ჩვენ უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ჩემპიონთა ლიგის მეფეებს ვუპირისპირდებით. იმედი მაქვს, ჩვენ მოვახერხებთ საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ აღნიშნულ დაპირისპირებას და ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლას", - განაცხადა გვარდიოლამ.

ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის (პლეი-ოფის) პირველი მატჩები 11-12 თებერვალს, ხოლო საპასუხო მატჩები 18-19 თებერვალს გაიმართება. თავის მხრივ, 21 თებერვალს მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდება.

გეტყვით იმასაც, რომ მანჩესტერ "სიტისა" და მადრიდის "რეალს" შორის გამარჯვებული მერვედფინალში "ატლეტიკოს" ან "ლევერკუზენს" შეხვდება.

0.108072