ფეხბურთი

14:00 | 31.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

სკალონი: "მესის 2026 წლის მუნდიალზე თამაში სურს"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ განაცხადა, რომ ლიონელ მესის მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშის სურს.

თუმცა, „ალბისელესტეს“ თავკაცის თქმით, მუნდიალამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ახლა შემადგენლობაზე საუბარი ადრეა:

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მესიმ და მისმა თანაგუნდელებმაც იციან, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ საკმაო დრო რჩება. მას და ყველას აქვს მუნდიალზე თამაშის სურვილი, მაგრამ ვნახოთ, ფეხბურთელები მუნდიალის წინ როგორ ფორმაში იქნებიან. მან კარგად იცის ყველაფერი, რასაც ვფიქრობთ, რადგან მესი ყველაზე ჭკვიანია“, - თქვა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი 2026 წლის მუნდიალის დროს უკვე 39 წლის იქნება. ლეოს კარიერაში ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები (2006, 2010, 2014, 2018 და 2022 წლებში).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.06484