„ბარსელონამ“ პედრისთან თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა. ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში 2030 წლის ზაფხულამდე დარჩება.
პედრი „ბარსელონას“ 2020 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 174 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა.
ის ესპანური ფეხბურთის მომავლად მიიჩნევა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ „ბარსელონამ“ მისი შენარჩუნება გადაწყვიტა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია