ფეხბურთი

18:12 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" მცველი აუცილებლად სჭირდება: გოგლიჩიძე პირველი ვარიანტია

საქართველოს ნაკრების და „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე ტურინის „იუვენტუსის“ ინტერესის სფეროში რჩება.

ტურინულ გრანდს ცენტრალური მცველი პიერ კალულუ დაუშავდა, რომელიც დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს. გუნდიდან გაუშვეს დანილო, მომდევნო სეზონამდე ვერ ითამაშებენ გლეისონ ბრემერი და ხუან კაბალი. ამრიგად, „იუვეში“ დღეს ერთადერთი ცენტრალური მცველია ჯანმრთელი - ფედერიკო გატი. შესაბამისად, 3 თებერვლამდე, როცა სატრანსფერო ფანჯარა იხურება, ტურინელებმა მცველი უნდა დაიმატონ.

როგორც ალფრედო პედულა იტყობინება, „იუვენტუსს“ ორი გზა აქვს დარჩენილი - საბა გოგლიჩიძე და „უდინეზეს“ მცველი თომას კრისტენსენი. გოგლიჩიძე დაახლოებით 10 მილიონი ევრო ღირს და ტურინელთა პირველი არჩევანია, ამის შესახებ პედულამ განაცხადა, რომელიც იტალიაში ძალზე სანდო ჟურნალისტია. აღსანიშნავია, რომ „ემპოლი“ 2 თებერვალს, ტურინში „იუვენტუსს“ უნდა დაუპირისპირდეს.

„ბენფიკასთან“ შეხვედრაში „იუვენტუსის“ 4-კაციან დაცვის ხაზში სამი ნახევარმცველი თამაშობდა, რაც გუნდის სერიოზულ საკადრო პრობლემებზე დაცვაში, ნათლად მიანიშნებს.

მიმდინარე სეზონში 20 წლის საბა გოგლიჩიძემ „ემპოლის“ რიგებში სერია A-ში 19 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელს „მილანს“ და „ატალანტას“ უკავშირებენ.

0.113413