მაროკოელი ფეხბურთელი ჰაკიმ ზიეში კარიერას კატარში, „ალ-დუჰაილში“ გააგრძელებს, რომელთანაც კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.
31 წლის ფეხბურთელმა სტამბოლის „გალათასარაი“ დატოვა, სადაც კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა.
ჰაკიმ ზიეშს კარიერის განმავლობაში „ჰერენვეენში“, „ტვენტეში“, „აიაქსსა“ და „ჩელსიში“ უთამაშია.