ბრატისლავის „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა მიუნხენის „ბაიერნთან“ მარცხით (1:3) დაასრულა.
მატჩის შემდეგ კომენტარი სლოვაკური გუნდის მცველმა, გურამ კაშიამ გააკეთა, რომელიც ბედნიერია, რომ ამ ტურნირზე ითამაშეს.
„ზოგადად, ეს კარგი გამოცდილება იყო ამ კლუბისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის. ჩვენ პატარა კლუბი ვართ პატარა ქალაქიდან და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში რაღაც განსაკუთრებულია, რითაც ძალიან ვამაყობ. კარგი გამოცდილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ შედეგის თვალსაზრისით საუკეთესოდ ვერ გამოვედით. შესაძლოა, აქ ძალიან სწრაფად მოვხვდით და ჯერ ამ დონისთვის მზად არ ვართ, მაგრამ ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ ტურნირზე ვითამაშეთ“, - თქვა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად ითამაშა და ასპარეზობა უქულოდ დაასრულა. გურამ კაშიამ რვავე მატჩში მიიღო მონაწილეობა, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში სულ 16 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრების ჩათვლით.