ფეხბურთი

17:06 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ჰეთ-თრიქი დღეს დემბელემ შეასრულა, მაგრამ მომავალში შეიძლება კვარაცხელიამ შეასრულოს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „შტუტგარტთან“ მატჩის შემდეგ უსმან დემბელეს ჰეთ-თრიქზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და შეიძლება მომავალში ჰეთ-თრიქი სხვა შემტევმა შეასრულოს, მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიამ.

„დემბელეს ჰეთ-თრიქი? ეს საფეხბურთო გუნდია. არის შემთხვევები, როცა თავდამსხმელები ასე თამაშობენ, მაგალითად, სეზონის დასაწყისში ეს ბარკოლამ გააკეთა, ახლა დემბელემ. მომავალში შეიძლება ჰეთ-თრიქი რამოშმა, ლიმ ან კვარაცხელიამ შეასრულოს. „ბრესტი“ თუ „მონაკო“ პლეი-ოფში? მზად ვართ ნებისმიერის წინააღმდეგ ვითამაშოთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში აუცილებლად ფრანგულ მეტოქეს დაუპირისპირდება, „მონაკოს“ ან „ბრესტს“, ხოლო მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, რისი შანსიც დიდია, უფრო ძლიერი მეტოქე ეყოლება - „ბარსელონა“ ან „ლივერპული“.

0.142392