ფეხბურთი

16:36 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ელიფ ელმასი სერია A-ში დაბრუნდა

„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი ელიფ ელმასი იტალიაში დაბრუნდა და კარიერას „ტორინოში“ გააგრძელებს.

ჩრდილომაკედონიელი ფეხბურთელი ტურინულ გუნდს „ლაიფციგიდან“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ელმასმა „ლაიფციგში“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 22 უგოლო შეხვედრა ჩაატარა, მან 2019-2024 წლებში „ნაპოლიში“ 189 მატჩში 19 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ფენერბაჰჩეს“ და „რაბოტნიჩკის“ ღირსებას იცავდა.

0.104602