ფეხბურთი

15:22 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ოთარ მამაგეიშვილი პორტუგალიის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ოთარ მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიურ „ფამალიკაოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

22 წლის ფეხბურთელმა პორტუგალიურ გუნდთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„ეს ნაბიჯი ჩემი კარიერისთვის უდავოდ დადებითია. ეს არის სწორი ნაბიჯი ჩემი უნარების განვითარებისთვის. როგორც კი შეთავაზება მივიღე, გახარებული ვიყავი, კლუბის პროექტი, ინფრასტრუქტურა და გულშემატკივრების გატაცება ფუნდამენტური იყო ჩემს არჩევანში“, - თქვა ოთარმა.

ოთარ მამაგეიშვილი „იბერიას“ აღზრდილია და აქამდე სხვა კლუბში არასდროს უთამაშია. მან თბილისურ კლუბში 108 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა, ხოლო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში 13 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

„ფამალიკაო“ პორტუგალიის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-12 ადგილზეა.

0.122172