მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლუბის სამწვრთნელო რეკორდი გაიმეორა. ამის შესახებ სამეფო კლუბის პრესსამსახური წერს.
ამრიგად, ანჩელოტისთვის ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-8 ტურის თამაში „ბრესტთან“ (3:0), 71-ე გახდა მადრიდული გუნდის მწვრთნელის რანგში ევროტურნირებზე. ამდენივე მატჩი აქვს კასტილიელთა ლეგენდარულ მწვრთნელს, მიგელ მუნიოსს.
მესამე ადგილზეა ვისენტე დელ ბოსკე, რომელმაც „რეალის“ მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგის 60 მატჩი ჩაატარა. ზინედინ ზიდანს 53 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ჟოზე მოურინიუმ მადრიდული გუნდის სათავეში 36 მატჩი ჩაატარა ევროთასების მთავარ ტურნირზე.