ფეხბურთი

14:05 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„არ ვფიქრობ, რომ ეს მიღწევაა" – „ლივერპულის“ მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინრე სეზონის საერთო ეტაპის შედეგები შეაჯამა. „წითლებს" რვა მატჩიდან 21 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან.

„არ ვიცი, შეგვიძლია თუ არა ამას დიდი მიღწევა ვუწოდოთ. მაგრამ კარგია ასეთ მჭიდრო ცხრილში პირველობა. არაერთხელ მითქვამს, რომ რვა თამაშით დასკვნის გაკეთება ნაადრევია, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა გუნდი სხვადასხვა მეტოქეს ეთამაშა. მართალი გითხრათ, საერთო ეტაპმა დიდი წარმოდგენა ვერ შემიქმნა - ზოგი უფრო სუსტ მოწინააღმდეგეებთან თამაშობდა, ვიდრე სხვები.

მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოა იყო პირველი ახალი ფორმატით. მეორეს მხრივ, ეს არანაირ გარანტიას არ გაძლევს – თუ ცხრილს დავაკვირდებით, დავინახავთ ოთხ გუნდს, რომლებსაც შეგვიძლია შევხვდეთ და არის ერთი, რომელსაც ვიმედოვნებ, არ შევხვდებით“, - ციტირებს სლოტის სიტყვებს „ლივერპულის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.120966