ფეხბურთი

13:39 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ეს ჩემი სახლია" - პსჟ-ის მეკარე დონარუმამ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა, პსჟ-ის იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარიზულ კლუბში დარჩენა სურს.

„დიახ, ვიმედოვნებ, აქ დავრჩები და გავაგრძელებ იმას, რაც დავიწყე. ეს ჩემი სახლია. აქ თავს ძალიან, ძალიან კარგად ვგრძნობ,“ - ციტირებს დონარუმას სიტყვებს ფრანგული ონლაინ გამოცემა Le Parisien.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი მეკარე პსჟ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა „მილანიდან.“ დონარუმას ამჟამინდელი ხელშეკრულება პარიზელებთან 2026 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

0.115446