ფეხბურთი

12:16 | 30.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ შუბლი და ცხვირი ისევ დაიკაწრა

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შუბლი და ცხვირი ისევ დაიკაწრა, როდესაც თავისი გუნდის მატჩს უცქერდა ბელგიური „ბრიუგეს" წინააღმდეგ. ამის შესახებ ბრიტანული ონლაინ გამოცემა The Sun წერს.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ესპანელმა „ფეიენოორდთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს, რომელშიც „ქალაქელებმა“ სამგოლიანი უპირატესობა გაფლანგეს და მატჩი ფრედ 3:3 დაასრულა, სახე მაშინაც დაიზიანა.

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის ბოლო, მე-8 ტურის მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ბრიუგეს“ შორის წინა დღეს, 29 იანვარს გაიმართა და მანჩესტერელების გამარჯვებით - 3:1 დასრულდა.

ჯამში, „სიტიმ“ ტურნირის საერთო ცხრილში 22-ე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გასვლა მაინც მოახერხა.

0.121187